მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავი. ფართობი მოიცავს 5 502 კმ², მოსახლეობა შეადგენს 459 600 კაცს. ესაზღვრება აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთით და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ). XVI საუკუნეში, ნახიჩევანის ტერიტორია გახდა სეფიანთა იმპერიის ნაწილი. 1828 წელს, ბოლო რუსეთ-სპარსეთის ომის და თურქმენჩაის ზავის შემდეგ, ნახიჩევანის სახანო გადავიდა ირანისგან რუსეთის იმპერიის შემადგენლობასი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ნახიჩევანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მმართველობის ქვეშ და შემდგომში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1918 წელს, როდესაც ადფრ დაიშალა, ნახიჩევანის, მთიანი ყარაბაღის, ზანგეზურის (დღეს სომხეთის პროვინცია სიუნიქი) და ყაზახის ტერიტორია გახდა სადავო ახლადშექმნილ სახელმწიფოთა, სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. 1918 წლის ივნისში, ოსმალეთის იმპერიამ რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, ოსმალეთმა დათანხმდა გაეყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები კავკასიიდან, რომ შემდეგ ბრიტანეთს მოეხდინა რეგიონის ოკუპაცია, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს.

დღის სტატია

ბენაზირ ბჰუტო (ურდუ: بینظیر بھٹو, ინგლ. : Benazir Bhutto) (დ. 21 ივნისი 1953, კარაჩი, პაკისტანი — გ. 27 დეკემბერი, 2007, რავალპინდი) – პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზულფიკარ ალი ბჰუტოს ქალიშვილი და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის – ასიფ ალი ზარდარის მეუღლე იყო. მას შემდეგ, რაც ბენაზირ ბჰუტო 1988 წლის 2 დეკემბერს პრემიერ მინისტრად აირჩიეს, ის გახდა პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც ქვეყნის სადავეები აიღო ხელში. მოკლეს 2007 წლის 27 დეკემბერს სახალხო პარტიის მიტინგზე პაკისტანის ქალაქ რავალპინდში.

სიახლეები

კეთლინ კონოლი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


2 დეკემბერი — ამ დღეს...

ბენაზირ ბჰუტო
ბენაზირ ბჰუტო
  • 1409 : ლაიფციგის უნივერსიტეტი გაიხსნა.
  • 1804 : პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ნაპოლეონ ბონაპარტმა თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა.
  • 1920 : ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით დასრულდა სომხეთ-თურქეთის ომი.
  • 1942 : მანჰეტენის პროექტი — მეცნიერთა გუნდი ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით პირველ მართვად ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციაზე იწყებს მუშაობას.
  • 1961 : ეროვნულ რადიომიმართვაში კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო ქვეყანაში კომუნისტურ წყობას აცხადებს.
  • 1988 : ბენაზირ ბჰუტო (სურათზე) პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და პირველი ქალი ქვეყნის მმართველი ხდება მუსლიმანურ სამყაროში.
  • 1990 : კანცლერ ჰელმუტ კოლის კოალიცია იმარჯვებს პირველ სრულიად გერმანიის არჩევნებში 1932 წლის შემდეგ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა