მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავი. ფართობი მოიცავს 5 502 კმ², მოსახლეობა შეადგენს 459 600 კაცს. ესაზღვრება აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთით და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ). XVI საუკუნეში, ნახიჩევანის ტერიტორია გახდა სეფიანთა იმპერიის ნაწილი. 1828 წელს, ბოლო რუსეთ-სპარსეთის ომის და თურქმენჩაის ზავის შემდეგ, ნახიჩევანის სახანო გადავიდა ირანისგან რუსეთის იმპერიის შემადგენლობასი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ნახიჩევანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მმართველობის ქვეშ და შემდგომში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1918 წელს, როდესაც ადფრ დაიშალა, ნახიჩევანის, მთიანი ყარაბაღის, ზანგეზურის (დღეს სომხეთის პროვინცია სიუნიქი) და ყაზახის ტერიტორია გახდა სადავო ახლადშექმნილ სახელმწიფოთა, სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. 1918 წლის ივნისში, ოსმალეთის იმპერიამ რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, ოსმალეთმა დათანხმდა გაეყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები კავკასიიდან, რომ შემდეგ ბრიტანეთს მოეხდინა რეგიონის ოკუპაცია, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს.

დღის სტატია

იოანე ოქროპირი
იოანე ოქროპირი
იოანე ოქროპირი (ბერძ. Ἰωάννης ὁ Χρυσόστομος; დ. 344 და 354 წლებს შორის, ანტიოქია — გ. 14 სექტემბერი, 407, კომანში (კამანი), სოხუმი) — ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.

დღის სურათი

ორი ხის კვანძი, რომელიც ორ თვალს წააგავს, „პარეიდოლიის“ მარტივი მაგალითი. ხის ღობის დეტალი გერმანიიდან.
ორი ხის კვანძი, რომელიც ორ თვალს წააგავს, „პარეიდოლიის“ მარტივი მაგალითი. ხის ღობის დეტალი გერმანიიდან.
ორი ხის კვანძი, რომელიც ორ თვალს წააგავს, „პარეიდოლიის“ მარტივი მაგალითი. ხის ღობის დეტალი გერმანიიდან.

სიახლეები

კეთლინ კონოლი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


26 ნოემბერი — ამ დღეს...

ჯეიმზ კუკი
ჯეიმზ კუკი
  • 1778 : კაპიტანი ჯეიმზ კუკის (სურათზე) ექსპედიციამ ჰავაის მეორე უდიდესი კუნძული მაუი აღმოაჩინა.
  • 1789 : აშშ-ში პირველად აღინიშნა ეროვნული მადლიერების დღე.
  • 1857 : ავსტრალიის პირველი პარლამენტი შეიკრიბა მელბურნში.
  • 1922 : ჰოვარდ კარტერი და ლორდ კარნარვონი პირველები შევიდნენ ეგვიპტის ფარაონი ტუტანხამონის აკლდამაში ბოლო 3000 წლის განმავლობაში.
  • 1924 : დიდი ეროვნული ხურალი მონღოლეთს სახალხო რესპუბლიკად აცხადებს.
  • 1940 : ნაცისტებმა ნახევარი მილიონი ებრაელი ვარშავის გეტოში შეასახლეს.
  • 2010 : რუსეთის სახელმწიფო დუმამ იოსებ სტალინი და სხვა საბჭოთა მოღვაწეები 1940 წლის კატინის მკვლელობაში დაადანაშაულა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა