მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

კვამე ნკრუმაგანელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.

დღის სტატია

სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი
სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი

სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი (ესპ. Unión de Naciones Suramericanas, პორტ. União de Nações Sul-Americanas, ინგლ. Union of South American Nations, ნიდერლ. Unie van Zuid-Amerikaanse Naties, აკრონიმი Unasur და Unasul) — ეროვნებათშორისი და სამთავრობათშორისი კავშირი, რომელიც აერთიანებს ორ არსებულ თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაციას — მერკოსურსა და ანდურ თანამეგობრობასსამხრეთ ამერიკის ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში. გაერთიანება ეფუძნება ევროპის კავშირის მოდელს.

კავშირის ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს ქალაქ კიტოსა და კოჩაბამბაში.

დღის სურათი

სიახლეები

დარა

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


23 მაისი — ამ დღეს...

მიკი მაუსი
მიკი მაუსი

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი
ენა