მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

ტუნგუსკის მეტეორიტი
ტუნგუსკის მეტეორიტი
ტუნგუსკის მეტეორიტი (რუს. Тунгусский метеорит) — უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში (კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი). იგი მოგვაგონებდა მოვლენებს, რომლებიც თან სდევს მეტეორიტების ჩამოვარდნას, ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი.

დღის სურათი

სტროკიურის გეიზერის ამოფრქვევა. ჰაუკადალურის ხეობაში, მდინარე ჰვითაუს სიახლოვეს, სამხრეთ-დასავლეთი ისლანდია.
სტროკიურის გეიზერის ამოფრქვევა. ჰაუკადალურის ხეობაში, მდინარე ჰვითაუს სიახლოვეს, სამხრეთ-დასავლეთი ისლანდია.
სტროკიურის გეიზერის ამოფრქვევა. ჰაუკადალურის ხეობაში, მდინარე ჰვითაუს სიახლოვეს, სამხრეთ-დასავლეთი ისლანდია.

სიახლეები

ლი ჯე მიონგი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


30 ივნისი — ამ დღეს...

  • 1520 : ესპანელები ტენოჩტიტლანიდან განდევნეს.
  • 1905 : ალბერტ აინშტაინი (სურათზე) აქვეყნებს სტატიას „მოძრავ სხეულთა ელექტროდინამიკის შესახებ“, სადაც შემოაქვს სპეციალური ფარდობითობის ცნება.
  • 1934 : გრძელი დანების ღამე - ჰიტლერის მომხრეები გერმანიაში მათ მოწინააღმდეგებს არბევენ.
  • 1936 : მარგარეტ მიჩელის რომანი „ქარწაღებულნი“ გამოქვეყნდა.
  • 1997 : ჯოან როულინგის ჰარი პოტერის თავგადასავლების სერიის პირველი წიგნი გამოქვეყნდა.
  • 1997 : ბრიტანეთმა ჩინეთს საზეიმოდ გადასცა ჰონკონგი, დაასრულა რა კუნძულზე 156-წლიანი კოლონიური მმართველობა.
  • 2006 : პირველად ქუვეითის ისტორიაში ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა