უილიამ ბლეიკი — ინგლისელიპოეტი, ფერმწერი და ლითოგრაფი. სიცოცხლეში მეტწილად არაღიარებული ბლეიკი შემდგომში რომანტიზმის ეპოქისპოეზიისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფელპემში გატარებული სამი წლის გარდა, მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა, ბლეიკმა შექმნა მრავალფეროვანი და სიმბოლოებით მდიდარი შემოქმედება, რომელშიც წარმოსახვა განიხილებოდა როგორც „ღვთიური სხეული“ ან თავად „ადამიანური არსებობა“. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვენი ბლეიკს მისი იდიოსინკრეტული ხედვების გამო შეშლილად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კრიტიკოსებმა და მკითხველებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ექსპრესიულობას, შემოქმედებით უნარს და მის ნამუშევრებში არსებულ ფილოსოფიურ და მისტიკურ სიღრმეებს. მისი ფერწერა და პოეზია განიხილება როგორც რომანტიკული, ასევე წინარომანტიკული მოძრაობის ნაწილად. თეისტი ბლეიკი, რომელიც საკუთარ, მარკიონიტული სტილის თეოლოგიას ანიჭებდა უპირატესობას, მტრულად იყო განწყობილი ინგლისის ეკლესიის (და ზოგადად, ორგანიზებული რელიგიის თითქმის ყველა ფორმის) მიმართ. მასზე გავლენა მოახდინა საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციების იდეალებმა და ამბიციებმა. მოგვიანებით მან გადახედა და უარყო მრავალი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა მაინც ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას პოლიტიკურ აქტივისტ თომას პეინთან. მასზე გავლენების მიუხედავად, ბლეიკის შემოქმედების უნიკალურობა მის კლასიფიკაციას ართულებს. XIX საუკუნის მკვლევარმა უილიამ მაიკლ როსეტიმ მას „დიდებული მნათობი“ უწოდა და დაახასიათა როგორც „ადამიანი, რომელსაც ვერც წინამორბედებმა დაასწრეს, არც თანამედროვეებს მიეკუთვნება და ვერც ცნობილი თუ სავარაუდო მემკვიდრეები შეცვლიან“.
„Google-ის“ იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სამეცნიერო-კვლევით პროექტში დაიაბადა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლის ავტორები იყვნენ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი საძიეობა სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს „BackRub” უწოდეს. ცოტა ხნის შემდგომ შეცვალეს სახელი და „Google“ დაარქვეს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან “Googol” და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნული. ამ სისტემის შემქნელები ამბობდნენ, რომ სურდათ „Google“ მომსახურებოდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საშუალებით.