მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

კვამე ნკრუმაგანელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.

დღის სტატია

მიხეილ გორბაჩოვი
მიხეილ გორბაჩოვი
მიხეილ გორბაჩოვი (რუს. Михаи́л Серге́евич Горбачёв; დ. 2 მარტი, 1931 — გ. 30 აგვისტო, 2022, მოსკოვი) — საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985-1991 წლებში. მის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა ცივი ომი, თუმცა ამასთან დასრულდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და დაიშალა თავად საბჭოთა კავშირი. 1990 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.

დღის სურათი

არა (Anodorhynchus hyacinthinus) იასამნისფერი ზარის ხეზე, მატუ-გროსუ, ბრაზილია.
არა (Anodorhynchus hyacinthinus) იასამნისფერი ზარის ხეზე, მატუ-გროსუ, ბრაზილია.
არა (Anodorhynchus hyacinthinus) იასამნისფერი ზარის ხეზე, მატუ-გროსუ, ბრაზილია.

სიახლეები

დარა

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


25 მაისი — ამ დღეს...

მარტინ ლუთერი, ლუკას კრანახის ნახატი
მარტინ ლუთერი, ლუკას კრანახის ნახატი

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი
ენა