Retro Gamerბრიტანული, ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც მოიცავს ვიდეო თამაშებს. მას დიდ ბრიტანეთში მედიაკომპანია Future Publishing გამოსცემს. ჟურნალი სპეციალიზებულია რეტროგეიმინგსა და კლასიკურ თამაშებზე პერსონალური კომპიუტერებისთვის, სათამაშო კონსოლებისთვის და სხვა ძველი სათამაშო მოწყობილობებისთვის, როგორიცაა ZX Spectrum, NES, PlayStation და ა.შ. ჟურნალი დაფუძნდა 2003 წლის დეკემბერში.[1][2]

Retro Gamer
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
პუბლიკაციის დეტალები
პირველი გამოცემის თარიღი მარტი, 2004
კომპანია Future Publishing (2016–დღემდე)
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
დაფუძნდა დეკემბერი, 2003
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 1742-3155

ჟურნალის ძირითადი თემატიკაა ძველი, უმეტესად 1980-იანი და 1990-იანი წლების თამაშები; მასში რეგულარულად ქვეყნდება რუბრიკები „უკან 90-იანებში“ და „უკან 80-იანებში“. პირველ წლებში გამოცემას თან ახლდა დამატებითი მასალების მქონე კომპაქტ-დისკი, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს.[3] ჟურნალი გაფორმებაში იყენებს ძველი კომპიუტერული გრაფიკის სტილიზაციას, ხოლო მის გარეკანზე განთავსებულია წარწერა „old“ (ძველი).[3]

Retro Gamer თავდაპირველად გამოსცემდა Live Publishing; 2005–2016 წლებში — Imagine Publishing,[2][4] ხოლო 2016 წლიდან ჟურნალის გამომცემელია კომპანია Future Publishing.[5]

2010 წელს Retro Gamer-მა Games Media Awards-ზე „წლის საუკეთესო ჟურნალის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.[6]

ციფრული ვერსიები

რედაქტირება

წლების განმავლობაში გამოვიდა სამი DVD, რომელთაგან თითოეული ჟურნალის 25-დან 30-მდე ნომერს შეიცავს:

  • Retro Gamer eMag Load 1[7] (შეიცავს ნომრებს №1-დან №30-ის ჩათვლით)
  • Retro Gamer eMag Load 2[8] (შეიცავს ნომრებს №31-დან №55 ჩათვლით)
  • Retro Gamer eMag Load 3[9] (შეიცავს ნომრებს №56-დან №80-ის ჩათვლით)

Retro Gamer უკვე ხელმისაწვდომია როგორც iOS აპლიკაცია და მისი გადმოწერა შესაძლებელია iPhone-სა და iPad-ზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Retro Gamer’s 200th issue will take you through the entire history of games (2019-10-25). ციტირების თარიღი: 2021-11-24
  2. 1 2 Imagine acquires Retro Gamer (2005-10-20). ციტირების თარიღი: 2021-11-23
  3. 1 2 Kristian Handberg, No time like the past? On the new role of vintage andretro in the magazines Scandinavian Retro and RetroGamer(ინგლისური) // NECSUS: European Journal of Media Studies, Amsterdam University Press, 2015, ტ. 4, ISSN 22130217, doi:10.5117/NECSUS2015.2.HAND.
  4. Live Publishing set for administration (2005-08-25). ციტირების თარიღი: 2021-11-23
  5. Matt Martin. (2018-10-18) Future Publishing to close GamesMaster and GamesTM magazines. ციტირების თარიღი: 2021-11-23
  6. Stuart, Keith (15 October 2010). „Guardian triumphs at Games Media Awards“. The Guardian. London.
  7. Retro Gamer eMag Load 1. imagineshop.co.uk.
  8. Retro Gamer eMag Load 2. imagineshop.co.uk.
  9. Retro Gamer eMag Load 3. imagineshop.co.uk.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Retro_Gamer&oldid=4951260“-დან